დონალდ ტრამპი თურქეთში ჩავიდა - აშშ-ის პრეზიდენტს ანკარაში განსაკუთრებული პატივით დახვდნენ

დონალდ ტრამპი თურქეთში ჩავიდა - აშშ-ის პრეზიდენტს ანკარაში განსაკუთრებული პატივით დახვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თურქეთში, ანკარაში ჩავიდა, სადაც NATO-ს სამიტი გაიმართება. როგორც CNN-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტს ანკარაში ჩასვლისას განსაკუთრებული პატივით დახვდნენ.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის მიერ გამართულმა მიღებამ, ხაზი გაუსვა ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მჭიდრო კავშირებს.

წითელი ხალიჩის ნაცვლად, აშშ-ის პრეზიდენტს ეტიმესგუტის ავიაბაზაზე ტრადიციასთან კავშირის გამო სპეციალური, ფირუზისფერი ლურჯი ხალიჩა დახვდა, სადაც საპატიო ყარაულის წარმომადგენლები იდგნენ.

ერდოღანი ტრამპს ასაფრენ ბილიკზე ელოდებოდა, რაც ორი ლიდერის ურთიერთობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ტრამპმა არაერთხელ მოიხსენია ერდოღანი, როგორც "მეგობარი".

თეთრი სახლის ცნობით, ჩასვლისთანავე ტრამპს ასევე დახვდნენ აშშ-ის ელჩი თურქეთში და სირიასა და ერაყში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ტომ ბარაკი, აშშ-ის ელჩი ნატოში მეტ უიტაკერი და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, გენერალი დენ კეინი.