მოლდოვის პრემიერის გადადგომის შემდეგ, ქვეყნის მთავრობის დროებითი მეთაური ევგენ ოსმოჩესკუ იქნება

მოლდოვის პრემიერის გადადგომის შემდეგ, ქვეყნის მთავრობის დროებითი მეთაური ევგენ ოსმოჩესკუ იქნება

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ქვეყნის მთავრობის დროებითი მეთაური ევგენ ოსმოჩესკუ იქნება. ის ამჟამად ვიცე-პრემიერის, ეკონომიკური განვითარებისა და ციფრულიზაციის მინისტრის თანამდებობებს იკავებს.

შესაბამის ბრძანებას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოაწერა ხელი. ოსმეჩესკუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე დარჩება.

„ხვალიდან, პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დროებით ვიცე-პრემიერი ეუჯენ ოსმოკესკუ დაიკავებს. მადლობას ვუხდი მას, რათა ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, წარმატებებს ვუსურვებ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის მთავრობის საქმიანობის უწყვეტობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ალექსანდრუ მუნტეანუმ.

ევგენ ოსმოჩესკუმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს გამოხატული ნდობისთვის, ხოლო კოლეგებს მხარდაჭერისთვის.

„პატივით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას. ამ პერიოდში ჩემი პრიორიტეტი იქნება მთავრობის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა, ინსტიტუციური სტაბილურობის მხარდაჭერა და მოლდოვის მოქალაქეების ინტერესებში საჭირო გადაწყვეტილებების პროგრესირება. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის საკეთილდღეოდ და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, – აღნიშნა ევგენ ოსმოჩესკუმ.

ცნობისთვის, გასულ კვირას მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრუ მუნტეანუ თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადადგომა შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბოლო დღეებში მოლდოვაში კორუფციულ სკანდალებს. მათ შორის, ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს, MOLDATSA-ს ხელმძღვანელს, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ დანიშნა, ყალბი დიპლომი და პილოტის მოწმობა ჰქონდა. ასევე, 2 ივლისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ქრთამის შესაძლო აღების გამო დააკავეს.