ფილიპინებზე სკოლაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე სკოლაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე, ქალაქ ტაკლობანის სენ-ხოსეში ორმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მათი 3 თანატოლი დაიღუპა, კიდევ 7 კი დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც 14 და 15 წლისანი არიან, დაკავებულები არიან. ერთი სროლის შემდეგ მალევე დააკავეს, მეორე კი მოგვიანებით სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, მოზარდების დაკითხვა კვლავ გრძელდება, თუმცა სროლის მიზეზი, სავარაუდოდ ბულინგის გამო დაგროვილი ბოღმა და წყენა გამხდარიყო.

ფილიპინებში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ძალადობა უცხო არ არის, თუმცა სკოლებში სროლის შემთხვევები უკიდურესად იშვიათია. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მქონე მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობის მოუწოდა.