ურსულა ფონ დერ ლაიენი - სტარმერის წყალობით, ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება უფრო ძლიერია, გმადლობთ, ძვირფასო კირ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - სტარმერის წყალობით, ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება უფრო ძლიერია, გმადლობთ, ძვირფასო კირ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კირ სტარმერის მიერ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სტარმერის წყალობით ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება უფრო ძლიერი გახდა.

„ბევრ ლიდერს შეიძლება, წლები დასჭირდეს, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში ისეთ სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს, როგორიც თქვენ გახდით. თქვენი წყალობით, ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება უფრო ძლიერია. გმადლობთ, ძვირფასო კირ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა. გადადგომის გამოცხადებამდე სტარმერმა აღნიშნა, რომ მემკვიდრეობით მიიღო ლეიბორისტული პარტია, რომელიც „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ იყო. კირ სტარმერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების მოწესრიგებული გადაცემის უზრუნველსაყოფად და თავის მემკვიდრეს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.