მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.
აღნიშნული სამუშაოები აზეულას ქუჩაზე არსებულ პარკსა და რ. ჯაფარიძის N13-ის მიმდებარედ განხორციელდა.
სპორტული მოედნების აღდგენა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 257 179 ლარი გამოიყო.