გიორგი ვოლსკი: როდესაც რუმინეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში ინტერესია, რომ არ შემოვიდეს შავი ფული, ეს ინტერესი შენ თურმე არ უნდა გაგაჩნდეს მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა ამასთან დაკავშირებით ძალიან უარყოფითი გამოცდილება

გიორგი ვოლსკი: როდესაც რუმინეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში ინტერესია, რომ არ შემოვიდეს შავი ფული, ეს ინტერესი შენ თურმე არ უნდა გაგაჩნდეს მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა ამასთან დაკავშირებით ძალიან უარყოფითი გამოცდილება

როდესაც რუმინეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში ინტერესია, რომ არ შემოვიდეს შავი ფული, ეს ინტერესი შენ თურმე არ უნდა გაგაჩნდეს, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

კერძოდ, რუმინეთის პარლამენტში „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი არასამთავრობო სექტორის დაფინანსების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

„გვაბრალებენ იმას, რომ ორგანიზაციებს მაშინ ვთხოვთ გამჭვირვალობას, როდესაც მათი დაფინანსება ძირითადად ევროპული ფონდებიდან მოდის. როდესაც შეკითხვას უსვამ იმასთან დაკავშირებით, რომ იცით კი რისთვის იხარჯება ეს ფონდები, იცით კი რა პროგრამები უნდა განხორციელებულიყო და რეალობაში რაში დაიხარჯა ეს ფული, ამასთან დაკავშირებით პასუხი ერთია. ეს პასუხი არის ნათლად დემონსტრირებული იმ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებში, რომლებიც რუსთაველზე გააკეთეს ექსტრემისტების შეკრებისას. ხალხს, ახალგაზრდებს მოუწოდეს, რომ მეიდანი უნდა მოაწყონ საქართველოში. ეს ორი მცნება ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, როდესაც რუმინეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში ინტერესია, რომ არ შემოვიდეს შავი ფული, ეს ინტერესი შენ თურმე არ უნდა გაგაჩნდეს მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა ამასთან დაკავშირებით ძალიან უარყოფითი გამოცდილება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.