ვაშინგტონში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ვაშინგტონში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრაცია პალესტინელთა მხარდამჭერი აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ და აშშ-ის მთავრობისგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილების აღსრულებას – ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებას ითხოვდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს აშშ-ში ყოფნისას დაკავების საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა.