ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს
მსახიობი ნიკოლას ჰოლტი HBO-ს სერიალ „ჰარი პოტერის“ მეორე სეზონში გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს.
ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ ფილმებში გილდეროი ლოკჰარტის პერსონაჟი ასევე ფრანშიზის მეორე ნაწილში, „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახში“ ჩნდება. სურათში ეს როლი ბრიტანელმა მსახიობმა კენეტ ბრანამ შეასრულა.
სერიალის მეორე სეზონის გადაღებები შემოდგომაზე, HBO-ს პროექტის პირველი ეპიზოდების ეკრანებზე გამოსვლამდე დაიწყება. სერიალის პირველი სეზონის სცენარისტი ჯონ ბრაუნი ახალი ნაწილის შოურანერი გახდება და პროექტის ამჟამინდელ აღმასრულებელ პროდიუსერს, ფრანჩესკა გარდინერს შეუერთდება.
36 წლის ნიკოლას ჰოლტმა პოპულარობა ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიპოვა ჰიუ გრანტთან ერთად ფილმში „ბიჭის შესახებ“ მარკუსის როლის წყალობით, როდესაც BAFTA-ს პრემიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა. მის ბოლო პროექტებს შორის არის იორგოს ლანთიმოსის ფილმი „ფავორიტი“, რობერტ ეგერსის „ნოსფერატუ“, ჯეიმს განის „სუპერმენი“.