რობერტა მეცოლას ევროპარლამენტარებისთვის სიძულვილის ენის გამოყენების გამო სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაასანქცირებს თუ არა ორ ევროპარლამენტარს სიძულვილის ენის გამო. Politico-ს ცნობით, მემარჯვენე კოლეგების სანქცირებას მემარცხენე ევროპარლამენტარები ითხოვენ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის, „განახლების” ლიდერმა წერილობით მიმართა, რომელშიც 2 ევროპარლამენტარი რასისტული შინაარსის განცხადებებში დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ დამსჯელი ზომების მიღება მოითხოვა.
საქმე ეხება ევროპარლამენტში მიგრაციის შესახებ კანონპროექტის განხილვისას მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს. რობერტა მეცოლამ სიძულვილის ენაში ბრალდებული ევროპარლამენტარების წინააღმდეგ შესაძლოა სანქციის სხვადასხვა ზომა განიხილოს, მათ შორის ოფიციალური საყვედური, ფინანსური შეზღუდვა ან საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის 60 სამუშაო დღით შეჩერება.