აშშ აცხადებს, რომ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ, შესაძლოა სანქციები წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუწესდეთ
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს აფრთხილებს, რომლებიც ირანთან ან მის ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას აგრძელებენ, რომ ვაშინგტონის მხრიდან შესაძლოა სანქციები წინასწარი შეტყობინების გარეშე დაუწესდეთ.
„უცხოური ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც აგრძელებენ ტრანზაქციებს სანქცირებულ ირანულ ფინანსურ დაწესებულებებთან, შესაძლოა ნებისმიერ დროს გახდნენ სანქციების სამიზნე წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მათ დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები მსგავსი საქმიანობისა და ურთიერთობების დასასრულებლად“, - აღნიშნულია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ოფიციალურ გაფრთხილებაში.