უკრაინის უმაღლეს რადაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას გულისხმობს
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ანა სკოროხოდმა დააინიციირა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას გულისხმობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტი შესაბამისი ცვლილების ასახვას კონსტიტუციაში გულისხმობს.
ამასთან ერთად, დეპუტატი რადას სთავაზობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კურსი შენარჩუნდეს, ხოლო ნატოში ინტეგრაციის ჩანაწერი, რომელიც ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დროს იყო მიღებული, კონსტიტუციიდან ამოიღონ.
სკოროხოდის კანონპროექტის თანახმად, უკრაინა ნეიტრალურ ქვეყნად უნდა გამოცხადდეს.