„გრემის“ ნომინანტები დასახელდნენ

„გრემის“ ნომინანტები დასახელდნენ

აშშ-ის ხმის ჩამწერმა ეროვნულმა აკადემიამ 2027 წლის მუსიკალური პრემია „გრემის“ ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. პრემიის ფავორიტი ბრიტანელი პოპ-მომღერალი რეი (Raye, ნამდვილი სახელი - რეიჩელ აგატა კინი) გახდა. ის 11 ნომინაციაშია წარდგენილი.

ესპანელი მომღერალი როზალია 9 ნომინაციაშია წარდგენილი. შვიდ-შვიდი ნომინაცია აქვთ მომღერლებს: ელა ლენგლის, მირანდა ლამბერტს, ოლივია როდრიგოსა და ფიბი ბრიჯერსს. ტეილორ სვიფტს კი ხუთ კატეგორიაშია წარდგენილი.

ნომინანტთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

„გრემის“ 69-ე დაჯილდოების ცერემონია 2027 წლის 7 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.